რუსთავში ტაშკენტისა და ლეონიძის ქუჩებზე ტროტუარების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

31/07/2017

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში ტაშკენტისა და ლეონიძის ქუჩებზე ტროტუარების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
გზებისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება ლესელიძის I, II გასასვლელში, ასევე თოდრიასა და სანაპიროს ქუჩებზე. გზის საფარის რეაბილიტაცია დაიწყო გრანელის ქუჩაზე.
აქტიურად მიმდინარეობს გზისა და სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გომელაურის ქუჩაზე და მიმდებარედ შიდა ეზოებში.
სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ტარდება რუსთაველის #15-თან და 9 მაისი-მაიაკოვსკის ქუჩებზე.
დღეის მდგომარეობით, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რუსთავში 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0