რუსთავში შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება

09/10/2017

რუსთავში შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება. სრულდება თოდრიას ქუჩის კეთილმოწყობა. წლების მანძილზე, აქ არსებული ორმოების გამო ტრანსპორტს ექმნებოდა ავარიული სიტუაციები და ფეხით მოსიარულეებსაც უჭირდათ გადაადგილება. პროექტის ფარგლებში შეკეთდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო ტროტუარები, ბორდიურები, სანიაღვრე არხები და გარე განათების სისტემა. რუსთავის მოსახლეობა მალე შეძლებს მოწესრიგებულ გზებზე კომფორტულად გადაადგილებას. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორთან, გრიგოლ ნემსაძესთან და რუსთავის მერთან, დავით ჯიქიასთან ერთად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0