რუსთავში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი “რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში“ საიუბილეო და შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.ბენეფიციარებმა მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელ პირებს საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით მომზადებული ღონისძიებით და თეატრალიზებული წარმოდგენით უმასპინძლეს.
შოთა რეხვიაშვილმა, ცენტრის ხელმძღვანელს, პედაგოგებსა და ბენეფიციარებს აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ევროკავშირის საგრანტო პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის, შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

Visited 82 times, 1 visit(s) today