რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრალური და შინა უბნები დაიტბორა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მთელი დღის განმავლობაში, ჩართული იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რმუნებული გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მერთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთანე ერთად.
ვითარებას ადგილზე პირადად გაეცნო საქართვლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, რომელმაც სტიქიის ზონები მოინახულა და მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაესაუბრა. უხვი ნალექით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
Visited 193 times, 1 visit(s) today