რუხის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა სრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა სრულდება. მიიმდინარე პროცესს ადილზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია გაეცნენ.
რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამის შემდეგ ობიექტი აღჭურვისა და ექსპლუატაციისთვის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა.
საუნივერსიტეტო საავადმყოფო 220 ადგილზეა გათვლილი. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები მოეწყობა. პროექტის ღირებულებაა 41 500 000 ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულების დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრები იყო.

Visited 75 times, 1 visit(s) today