რუხი-რიყე-ტყაია-პალურის 10 კილომეტრიანი გზა შენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუხი-რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო. ახალი გზა ერთმანეთს ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს აკავშირებს. ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტის მიხედვით ახალი გზა 10,3 კილომეტრზე დაიგება. რუხი-რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი გზა თითქმის 30 წელი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

Visited 115 times, 1 visit(s) today