საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებისა და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი თოვის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს, მათ შორის სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მფლობელებს, გამოიყენონ ზამთრის საბურავები მეტი უსაფრთხოებისათვის.
მაღალმთიან რეგიონში მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნების მიზნით, ოპერატიულად გაწმენდს გზას.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

Visited 162 times, 1 visit(s) today