საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგნელები ლანჩხუთის გამგებელს შეხვდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსი ბაქარ ბაბუხარდია და მშენებლობის სამმართველოს უფროსი გუგა კაკაბაძე მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძესა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რაც ავტობანის მშნებლობას უკავშირდება. ასევე განიხილეს 12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტი (მესამე ლოტი _გვიმბალაური-ნიგვზიანი), რომლის მშენებლობა ეტაპობრივად გაგრძელდება. „-ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის გზა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშენებლობას ხელი შევუწყოთ, თუმცა მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები“ _განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

Visited 195 times, 1 visit(s) today