საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

23/09/2023

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მისი მოადგილეები სალომე წურწუმია და დავით გეწაძე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან: სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს და ქუვეითის ფონდის წარმომადგენლები. საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი და შედეგები. ასევე, ისაუბრეს დაგეგმილი პროექტების შესახებაც. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერა, ძირითადად, მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზებისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისაკენ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები ხელს შეუწყობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტიან კოორდინაციას, პარტნიორობას და ურთიერთთანამშრომლობას და მომავალშიც, აუცილებლად, გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0