საავტომობილო გზის და სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

02/05/2023

სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილმა, პირველმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა, მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს. ასპინძის ქუჩის საავტომობილო გზის და სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზაზე ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო. პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყობა მიერთებები, საკანალიზაციო ჭები, ტროტუარები, ბაზალტის ბორდიურები, შემზღუდავი მოაჯირები და მოხდება საგზაო მონიშვნა. მოასფალტდება ეზოებიც. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0