საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ ახალ მისამართზე ხორციელდება

29/11/2017

საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ ახალ მისამართზე ხორციელდება. ლიონიძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელიც გზის ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერთ ხორციელდება. პროექტის ღირებულება 100 367 ლარია. გზის აღდგენის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ლიონიძის ქუჩის მცხოვრებთაც ესაუბრნენ აღნიშნული პროექტის შესახებ. გზის აღდგენის სამუშაოებს შპს „საპოვნელა + „ ახორციელებს. სატენდერო პირობების გათვალისწინებით გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0