საარსებო წყაროების ფორუმი ზუგდიდში ჩატარდა

17/10/2016

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდში, საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილებს თავიანთი პროგრამები და პროექტები გააცნეს. საარსებო წყაროების ფორუმზე დევნილებს საშუალება ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ სასურველი ინფორმაცია და ჩართულიყვნენ ქვეყანაში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამებში/პროექტებში. ფორუმში მონაწილე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრის წარმომადგენელმა, დევნილები ადგილზე დაარეგისტრირა საშემოდგომო მიღებაზე. დამატებით იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/90Htxq

Tweet about this on TwitterShare on Facebook0