საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი განმარტებით, დღეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ტარდება, რომელსაც უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი.
„მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა რაც მიმდინარეობს ყველანაირი ექსცესების გარეშე. უწყებათაშორისი სხდომის მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და მინდა თეა წულუკიანს წარმატება ვუსურვო დღევანდელ სხდომაზე,“ – აღნიშნა პრემიერმა.

Visited 97 times, 1 visit(s) today