საახალწლო ზეიმი ჯურუყვეთში გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯურუყვეთის საბავშვო ბაღში საზეიმო საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. პატარებმა საახალწლო ლექსები და სიმღერები წარმოადგინეს. ეწვიათ თოვლის ბაბუაც, რომლებმაც პატარებს საჩუქრად ტკბილეული გადასცა. დამდეგი შობა-ახალი წელი დამსწრეთ მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიულოცა. სტუმრები და მასპინძლები ჯურუყვეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ირაკლიმ (წულაძე) დალოცა. დასასრულ ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღანელმა დავით წულაძემ მიულოცა პატარებს დამდეგი დღესასწაულები და წარმატებები უსურვა მათ.

Visited 242 times, 1 visit(s) today