საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა კოლეგებს. მომხსენებლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე. თუმცა, კანონში არ არის მითითებული აღნიშნული ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიმართ.

„იმ მიზნით, რომ მეტად პატრიოტული სულისკვეთება იყოს ქვეყანაში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სავალდებულო უნდა გახდეს სახელმწიფო დროშის აღმართვა და ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას გამოფენა, რომ ბავშვთა ასაკიდან დავიწყოთ სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია. პოპულარიზაციის გარდა, ეს გულისხმობს ამ სიმბოლოების მოვლასაც, რაც მათ მიმართ პატივისცემას ასწავლის მოზარდს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

განხილვის შემდეგ, პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად 94 ხმით მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს.

Visited 68 times, 1 visit(s) today