საბავშვო ბაღების გათავისუფლებული დირექტორები დღეს სასამართლოში სარჩელს შეიტანენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საბავშვო ბაღების გათავისუფლებული დირექტორები თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. როგორც prof-news-ს მე-6 ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორიმა თამარ ბაქრაძემ განუცხადა, კოლექტიურ საჩივარს 11 საბავშვო ბაღის დირექტორი აწერს ხელს, აქედან 9 მათგანი აუდიტის სამსახურის დასკვნის, ხოლო 2 მონიტორინგის სამსახურის დასკვნის საფუძველზე არიან გათავისუფლებული.
თამარ ბაქრაძის განცხადებით, ყოფილი დირექტორები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან სამსახურიდან გათავისუფლებული და სწორედ ამას ასაჩივრებენ.
მასწავლებლები საქალაქო სასამართლოში სარჩელს 14.00 საათზე შეიტანენ.

Visited 180 times, 1 visit(s) today