საბავშვო ბაღებში გათბობის თანამედროვე სისტემები დამონტაჟდა

20/12/2017

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ სოფელ ირაგის საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. მერი საბავშვო ბაღის აღმზრდელებსაც შეხვდა და პირადად მოისმინა სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების შესახებ. 2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ცენტრალური გათბობის სისტემები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 საბავშვო ბაღში დამონტაჟდა. შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება 225 443 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0