3-14 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საგადასახადო და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და დანერგილი გამარტივებული საბაჟო პროცედურების შესახებ ცოდნის ამაღლება. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეებს იმპორტ-ექსპორტის პროცედურების, ელექტრონული სერვისებისა და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის მონაწილეებს, სარეგისტრაციო ფორმა წინასწარ ვებგვერდის – www.rs.ge-ის ავტორიზირებული ანგარიშის მეშვეობით და ასევე sms შეტყობინებების სახით გაეგზავნათ.