საბაჟო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია

27/01/2018

საბაჟო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვაზე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 26 იანვარს, საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

„მსურს, მებაჟე ოფიცრებს, კიდევ ერთხელ მივულოცო პროფესიული დღესასწაული და მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი საბაჟოს მიმართულებით. მთავარი რეფორმა გახლავთ ციფრული საბაჟოს იდეა, ჩვენ ამის შესახებ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საზოგადოებასთან. საბაჟოს გამართულ და ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყნის წარმატება საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0