საბედნიეროდ, განებივრებულები ვართ ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტებით საქართველოში

18/09/2017

„საბედნიეროდ, განებივრებულები ვართ ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტებით საქართველოში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობაზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე ძალიან აქტიური თანამშრომლობის ფონზე აღინიშნება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით – როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კუთხით. ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას და დღევანდელ შეხვედრაზე ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრეთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0