საბერძნეთის შს მინისტრი შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს ეწვია

22/06/2017

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი მინისტრი, ნიკოლაოს ტოსკასი შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ბერძენ სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა და მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა. შალვა ხუციშვილი ნიკოლაოს ტოსკასს და დელეგაციის წევრებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე დეტალურად ესაუბრა. ბერძენი სტუმრები შსს-ში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0