საბიბლიოთეკო კვირეული ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ზურაბ კვეტენაძის ხსოვნის საღამოთი გახსნა

28/04/2017

საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ზურაბ კვეტენაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ზურაბ კვეტენაძე წლების განმავლობაში ედგა სათავეში ზესტაფონის განათლების სისტემას. წერდა ლექსებს და პროზაულ ნაწარმოებებს. გამოცემული აქვს არაერთი კრებული. ზურაბ კვეტენაძე მოსწავლე – ახალგაზრდობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. ღონისძიება საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო და მას ზურაბ კვეტენაძის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0