საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ლარს დაეხმარება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ლარს დაეხმარება. ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს პრემიერის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა დააანონსა არაერთი რეფორმა და, შესაბამისად, ამ რეფორმების გატარებას გარკვეული ცვლილებები სჭირდება. ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ ამაზე განცხადებები თვითონ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს.
“ეს მნიშვნელოვანი რეფორმების ნაწილია და პრიციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მან დააანონსოს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კითხვაზე, რეფორმებს თუ მოჰყვება საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და ლარს რამდენად დაეხმარება მოკლევადიან პერსპექტივაში, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ დაეხმარება.

Visited 180 times, 1 visit(s) today