საგანგებო შტაბის წევრებმა დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს

04/09/2017

თელავში, საგანგებო შტაბის წევრებმა დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს.
ცეცხლის ცალკეული კერები უკვე ლოკალიზებულია სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყის მასივში. ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
3 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, ცოცხალ ძალასთან ერთად, მობილიზებულია თელავში, სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში, სადაც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
შსს-ს მეხანძრე-მაშველები ყვარელში, შილდის ტყეში, ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას აგრძელებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა ხანძრის არც ერთი ახალი კერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0