საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

​საგარეო საქმეთა სამინისტროში შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო წარმოდგენაზე უმასპინძლეს.
ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტიდან 56 ბავშვი სამინისტროს ეწვია, სადაც მათ საყვარელი ზღაპრის გმირები და სანტა კლაუსი დახვდნენ.
საახალწლო წარმოდგენის დასასრულს ბავშვებს გადასცეს ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები.
პატარა სტუმრებს მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უმასპინძლა.

„მოხარული ვარ რომ ასეთი ძვირფასი სტუმრები გვყავს, მათთან ერთად ვზეიმობთ და ვიზიარებთ ახალი წლის ბედნიერ წუთებს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რასაც თქვენ აწყდებით ოკუპაციის გამო. საქართველო მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ეს პრობლემები გადაიჭრას. გილოცავთ ახალ წელს! დარწმუნებული ვარ თქვენი მომავალი იქნება ბედნიერი და წარმატებული“ – მიმართა პატარებს მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის უკვე მეოთხე წელია სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა აქტივობებს და ყოველ წელს მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე მასპინძლობს.

Visited 79 times, 1 visit(s) today