საგარეო საქმეთა სამინისტროს ნიკოლა პოლიტი ესტუმრა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორატის ახალი თანა-დირექტორი ნიკოლა პოლიტი, რომელმაც შეხვედრები გამართა მინისტრის მოადგილეებთან – დავით დონდუასთან და ვახტანგ მახარობლიშვილთან.

დავით დონდუამ ბრიტანულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესებსა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე. მინისტრის მოადგილემ ელჩს გააცნო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა. განხილულ იქნა ასევე საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში დიდი ბრიტანეთის აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ვახტანგ მახარობლიშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და 2017 წლის გეგმები, მათ შორის, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მომდევნო შეხვედრის შესაძლო თარიღები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას. ასევე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. საქართველო-ევროკავშირის საკითხზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს პრიორიტეტებზე.

შეხვედრის დასასრულს, აღინიშნა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მზარდი დინამიკა და გამოითქვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

Visited 147 times, 1 visit(s) today