საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას, აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორის აჰმედ ალ-ჰინაის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი. ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი და მზადყოფნა ხელი შეეწყოს ორმხრივი სექტორული ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის სექტორს. დადებითად შეფასდა ომანიდან ვიზიტორების რიცხვის ზრდა და დასახულ იქნა ამ კუთხით მომავალში ჩასატარებელი სამუშაოები. ქართულმა მხარემ დეტალურად გააცნო ომანის მხარეს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემო.