საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ნიუ დელის ეწვია

16/09/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში, 2017 წლის 14 სექტემბერს ეწვია ინდოეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნიუ დელის, სადაც გაიმართა საქართველო-ინდოეთის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-3 სხდომა და ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-6 რაუნდი.
კომისიის ფარგლებში განხილული და შეფასებული იქნა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტრანსპორტის, ტურიზმის, ტელე-კომუნიკაციების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ინოვაციების, სასოფლო-სამეურნეო, კულტურული, ენერგეტიკული მიმართულებებით გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები, ასევე დაისახა ხსენებულ სექტორებში სამომავლო თანამშრომლობის განვითარების გზები, რომელიც აისახა კომისიის ოქმში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0