საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ლეგენდარული ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება

24/02/2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ლეგენდარული ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება. კახეთის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი სოფელ უდაბნოში, ახალი მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობას ადგილზე გაეცნენ. სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. სპორტული დარბაზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 637 691 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0