საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

08/09/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტ საგარეჯოს შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, აშენდება 7.6 კმ საავტომობილო გზა და 17 სახიდე გადასასვლელი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება კი 150 მილიონ ლარამდეა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის მილებისა და ხიდის ფუნდამენტის ხიმინჯების მოწყობა, მიწის და მდინარე თვალთხევის კალაპოტის შეცვლის სამუშაოები.
საგარეჯოს შემოვლითი გზა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული გზის შემადგენელი ნაწილია. თბილისი-საგარეჯოს გზა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონისა და ნაწილობრივ ასფალტ-ბეტონის საფარის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა – ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0