საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაო საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად: 3770 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, მილხიდები და რკინის ცხაურები სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 86 ათასი ლარია მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა დასაქმებულია 15 მუშახელი პროექტს შპს „ბორი 85“ ახორციელებს

Visited 170 times, 1 visit(s) today