საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს, ქალაქში, მშვიდობისა და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე არსებული მოედნის ასფალტირება დაიწყო. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი გრიგოლ ბაღათურია, ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებთან – ედიკა ბერაიასთან და ვახტანგ ფაცაციასთან ერთად გაეცნო. უახლოეს დღეებში დაგეგმილია მშვიდობისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე მოედნის ასფალტირება. სამუშაოებს, ღირებულებით 147 676 ლარი, შპს “ოსო” აწარმოებს.

Visited 127 times, 1 visit(s) today