საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

22/12/2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, პავლე გამყრელიძესთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად სოფელ მუღანლოში, მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, რეაბილიტაცია უტარდება 6 კილომეტრი გზის საფარს. პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. სამუშაოების ღირებულება 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0