საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს

02/03/2024

საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს, პროცესს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად სოფელ ყულიშკარში გაეცნო.
ახალი 6 კილომეტრიანი გზა სოფელ ყულიშკარს ახალსოფელთან და ოფაჩხაფუსთან დააკავშირებს. არსებულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა, გრუნტის გზა კი ავარიული იყო და გადაადგილების დროს მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. ახალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0