სადემონსტრაციო სათბურები მარნეულში აშენდა

08/05/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში, ჩინურმა კომპანიამ „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მზის სათბურები, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები ააშენა. კომპლექსი ჯამში 7 დიდ და 25 პატარა სათბურს აერთიანებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების და ბოსტნეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობას.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული სათბურები სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გამოიყენება. სათბურებში ფერმერებისთვის ტარდება ტრენინგები, სადაც ფერმერებს საშუალებააქვთ მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.
,,ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ 1998 წელს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში დაარსდა. კომპანიის საქმიანობის სფეროს სოფლის მეურნეობის სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, კონსულტირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლება წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0