საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური ურთიერთობების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის პროექტი ხორციელდება

19/09/2017

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რამოდენიმე მიმართულებით გაძლიების მიზნით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური ურთიერთობების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის პროექტი ხორციელდება. პროექტი სამწლიანია.
პროექტის ფარგლებში საქართველოში გაგრძელდება საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი, რათა უფრო გაძლიერდეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინსტიტუციონალურად და გაუმჯობესდეს მისი მომსახურება.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ექსპერტს ლუსილა მაკლოჰანსა და ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0