საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები საპარტნიორო ფონდს ესტუმრნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები საპარტნიორო ფონდს ესტუმრნენ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები იოსტა იუგმანი და სამა მაზრაანი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საპარტნიორო ფონდის საქმიანობასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ფონდის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე საპარტნიორო ფონდის პრიორიტეტებს, მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებს.
შეხვედრას დავით საგანელიძის გარდა ასევე ესწრებოდნენ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საინვესტიციო და საფინანსო დეპარტამენტების ხელმძღვანელები გიორგი ჩერქეზიშვილი და გიორგი ციმაკურიძე.

Visited 207 times, 1 visit(s) today