საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2017 დასრულდა

28/09/2017

საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2017 დასრულდა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2017 დასრულდა. სწავლების დახურვას გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვიუს დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ დაესწრნენ. სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა რევაზ ნიკოლეიშვილმა მათ ETERNITY 2017-ის მიმდინარეობის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა. მრავალეროვნული სწავლება საქართველოსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელობით იმართება. მასში სამი ქვეყანა – საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანია ჩართული. წვრთნების მიზანი მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის ჩამოყალიბება იყო, რაც მილსადენების დაცვის საკითხში სტრატეგიული თანამშრომლობის დახვეწას უზრუნველყოფდა. სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0