საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2017 დაიწყო

25/09/2017

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2017 დაიწყო.
ყოველწლიურ კომპიუტერულ სწავლებაში სამი ქვეყანა – საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანია ჩართული. წვრთნების გახსნის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრო.
მრავალეროვნული სწავლება საქართველოსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელობით იმართება. წვრთნების მიზანია მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის ჩამოყალიბება, რაც მილსადენების დაცვის საკითხში სტრატეგიული თანამშრომლობის დახვეწას უზრუნველყოფს. სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს.
მრავალეროვნული სწავლება Eternity 2017 29 სექტემბერს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0