საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება

08/02/2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება. ადმინისტრაციულ ერთეულებში, საერთო კრებას და კონსულტაციებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას გაესაუბრნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობამ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან, პრიორიტეტული პროექტები ფარული კენჭისყრის პრინციპით გამოავლინა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, პრიორიტეტულ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0