საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯანდაცვის სამინისტროში საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებს ადამიანური რესურსის (ექიმი, ექთანი) განვითარების მიმართულებით უწყების ხედვა გააცნეს.
სამინისტრო აქტიურად მუშაობს საექთნო საქმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტის მიღებაზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, მ.შ. ექთანთა განათლებისა და რეგულირების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს ევროკავშირთან დაახლეობის მიზნით.
საექთნო ადამიანური რესურსის სტრატეგიული დოკუმენტის ჩამოყალიბებას და იმპლემენტაციას უზრუნველყოფს საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო, რომელის ხელმძღვანელი მინისტრის პირველი მოადგილე, ზაზა ბოხუაა.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ექთანთა ასოციაციის წარმომადგენლები და დარგობრივი ექსპერტები.

Visited 88 times, 1 visit(s) today