სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია

11/09/2017

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისთვის და ტექნიკური დახმარებისთვის, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
„სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პრემიერ-მინისტრთან, ისე მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან შეხვედრებზე დეტალურად განვიხილეთ 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობა და პროგრესი, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდიდან მიღებული პროგრამა პრაქტიკულად მთავრობის 4-პუნტიანი გეგმის მხარდაჭერის პროგრამაა.
„სწორედ სავალუტო ფონდის მხარდაჭერით გვაქვს შესაძლებლობა, რომ დონორი ორგანიზაციებიდან აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხა მოვიზიდოთ,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0