საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების განზრახ დაზიანებისთვის ჯარიმა წესდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. კანონპროექტით პასუხისმგებლობა წესდება ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, როგორიცაა მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტების, მათ შორის, საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, გარესამეთვალყურეო კამერების განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ქმედებები გამოიწვევს პირის დაჯარიმებას.

„მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Visited 38 times, 1 visit(s) today