საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რებილიტაცია დაიწყო

04/03/2016

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეაბილიტაცია დაიწყო. დაწესებულება, რომელიც სრულიად უფასოდ აწარმოებს მოქალაქეებისთვის ეპიდემიური ზედამხედველობისა და სიტუაციის მართვის, იმუნიზაციის, ანტიბაქტერიულ და სხვა საპრევენციო პროგრამებს მალე ახალ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის შენობაში განთავსდება.
ქალაქ თელავის მერიამ საზოგადოებრივ ჯანდავის ცენტრისთვის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ფართის რეაბილიტაცია დაიწყო რომელის შიდა ინფრასტრუქტურა სრულ რეაბილიტაციას საჭოროებდა. შენობის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 000 ლარი დახირაჯება, სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0