საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, რეგიონის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვის და დაავადებათა კონტრლის მექანიზმებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრაზე, ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, იმუნიზაციის, აივ-ინფექციის, ვირუსული C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამისა და წითელას ვაქცინაციის მიხედვით, ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ მაჩვენებლებზე და დაავადებათა პრევენციის მიმართულებით, ერთობლივი ძალისხმევით განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერების და მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების მაქსიმალური ინფორმირების ხელშეწყობის პროცესში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

Visited 105 times, 1 visit(s) today