საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) იან კელი ეწვია

13/10/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს ელჩმა და დელეგაციის წევრებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, ერთობლივ ღონისძიებებსა და პროექტებზე ისაუბრეს.
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი, შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით აშენდა. ცენტრი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას აერთიანებს, რომლებსაც კოორდინაციას შს სამინისტრო უწევს.
ცენტრის მიზანია საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0