სათნოების სახლ „კათარზისს“ ზესტაფონში დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა

26/06/2017

სათნოების სახლ „კათარზისს“ ზესტაფონში დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ორგანიზაციას თვითმმართველობის სახელით მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ მიულოცა. კულტურისა და შემოქმედების ცენტრში კი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კონცერტი მოეწყო. ტარიელ თუთარაშვილი : „ მზრუნველობამოკლებული ადამიანებისთვის სათნოების სახლში შექმნილია შესაფერი გარემო, რათა ამ ადამიანებმა დაცულად იგრძნონ თავი და ამ ყველაფერში უდიდესი ადამიანური რესურსია ჩადებული. ვულოვავ „კათარზისს“ 15 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ყველა მის წარმომადგენელს“. 15 წლის იუბილე „კათარზისს“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ანტონ სამსონაძემ და „კათარზისის“ სათაო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაურ ალადაშვილმა მიულოცა. „კათარზისი“ უკვე მეთხუთმეტე წელია მიუსაფარ ადამიანებზე ყოველდღიურად ზრუნავს. სათნოების სახლში 100 – ზე მეტი მზრუნველობამოკლებული ადამიანი ყოველდღიურად იკვებება და სამედიცინო მომსახურეობას იღებს. „კათარზისს“ სრული რეაბილიტაცია 2014 წელს „სოკარ ჯორჯია გაზის“ დაფინანსებით ჩაუტარდა. გაზის კომპანია ორგანიზაციასთან უკვე მე – 6 წელია თანამშრომლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0