საინფორმაციო შეხვედრა უსაფრთხო მიგრაციის შესახებ

15 ივლისს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების ინიციატივით (IOM), გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ლეგალური ცხოვრების, დასაქმების, სწავლა-განათლებისა და მიგრაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.
განიხილეს სავიზო პროცედურები, ვიზალიბერალიზაციის საკითხები, მუდმივი ბინადრობა და თავშესაფარი, მიგრანტების უფლებები და მოვალეობები, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები (ტრეფიკინგი) და მათი პრევენცია, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის ახალი სარეინტეგრაციო პროგრამა და სხვ.
პროექტის განხორციელებაში ჩართულია იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, აგრეთვე ტრეფიკინგთან ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდი. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 134 times, 1 visit(s) today