ევროპის დღეების ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქარაძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. საუბრის მთავარი თემა „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი“ იყო.
შეხვედრის ბოლოს, აკადემიური სტატიების კონკურსში: “საქართველოს ევროპული არჩევანი” – გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვება გაიმართა. საუკეთესო ნაშრომის ავტორად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტი ცოტნე ხეცურიანი დასახელდა. მისი სტატია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჟურნალში – “საქართველოს ევროპული გზა” გამოქვეყნდება. პროექტის სხვა გამარჯვებულებს ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დაწესებული პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ.