საკვალიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო

23/06/2018

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო. საკვალიფიკაციო გამოცდები, 2018 წლამდე, წელიწადში ერთხელ შემოდგომაზე ტარდებოდა, წელს პირველად კიდევ ერთი სესია დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ, ძირითადად კი დსთ-ს ქვეყანაში მიღებული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის, ახალი რეგულაციების ამოქმედებით არის განპირობებული. ახალი წესის მიხედვით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და საექიმო სპეციალობის მაძიებლის სტატუსის მოპოვება გახდა. კურსდამთავრებულები კი მზადებას წელიწადის სხვადასხვა დროს ასრულებენ, სწორედ ამიტომ, საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს წელიწადში ორჯერ ჩატარდება. ქვეყანაში ასევე გაზრდილია აკრედიტირებული სასწავლო დაწესებულებებისა და კვოტების რაოდენობაც, რაც შესაძლებლობას იძლევა, მაძიებელები სარეზიდენტო პროგრამებებზე პერმანენტულად, აკადემიური წლის განმავლობაში ჩაირიცხონ. კიდევ ერთი სიახლე სასერტიფიკაციო და საკვალიფიკაციო გამოცდებს უკავშირდება, რედაქტირებული და განახლებულია ტესტ-კითხვარების, 20 % არასაჯარო, „დაფარული’ ბაზიდან. გამოცდების მიმდინარეობის პროცესს პირადად აკვირდებოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია. გამოცდები ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო გამოცდებზე- 582, სასერთიფიკაციოზე კი – 680 მაძიებელია დარეგისტრირებული. ერთიანი ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 27 ივნისს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0